7-9 მარტის დემონსტრაციების შემდეგ ხელისუფლებამ უკან დაიხია და გარკვეული პერიოდი საერთოდ გაქრა საჯარო სივრციდან მიიმალა. და პირველი რაც რუსული საქმის კეთებაში მხილებულმა "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ამ "შემოქმედებითი პაუზის" შემდეგ, საზოგადოებაში დაიწყო მტრის ხატის შექმნა იმ ახალგაზრდებისგან, რომლებიც მტკიცედ აღიდგნენ წინ ქვეყნის რუსიფიკაციის გეგმას. თავდაპირველად სწორედ ირაკლი ღარიბაშვილმა დაანონსა, როგორ უნდა ყოფილიყო ამ იდეალური დამნაშავის ვიზუალი და 3-კვირიანი ძებნის შემდეგ რეჟიმმმა იპოვა ასეთი ხატება მტრისა, რომელზეც "ოცნება" თავის პროპაგანდას ააშენებდა.

ახალგაზრდა ბიჭი, ტატუებით, მეამბოხე ვიზუალით და ოჯახური პრობლემებით - და ამ ბიძნური პროპაგანდის ამოქოქვა თავის თავზე პირადად ირაკლი კობახიძემ ითავა. ის რაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ამ ახალაგზრადა ადამიანის მისამართით თქვა, გარდა იმისა, რომ ცილისწამებაა - არის სიძულვილის პირდაპირი გაღვივება. ირაკლი კობახიძემ ახლა რუსული კანონის გარეშე გააკეთა ის, რისთვსაც დაწერა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი - რომ ადამაიანებისთვის გამოგონილი იარლიყები მიეწებებინა და მერე საზოგადოებაში მის წინააღმდეგ ზიზღი და შიში გაეღვივებინა.

ლაზარე დღეს პოლიტიკური პატიმარია. არა იმის გამო, რა გააკეთა ან არ გააკეთა, არამედ იმის გამო, რომ როცა ის ათიათასობით სხვა მოქალაქის მსგავსად რუსთაველზე იდგა, საქართველოს ხელისუფლება გასული იყო კონსტიტუციური ჩარჩოდან. "ქართულ ოცნებას" იმ 2 ღამის განმავლობაში გადაბიჯებული ჰქონდა კონსტიტუციის მოთხოვნიდან. და ახლა თავად კონსტიტუციის დამრღვევი ხელისუფლება ედავება ამ ახალგაზრდა ბიჭს კანონის დარღვევას.

კიდევ ერთი მნიშნელოვანი დეტალი - არაერთი ფაქტის მიუხედავად, რომელიც სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ ძალადობას ეხებოდა, არანაირი წინსვლა ამ საქმეების გამოძიებას არ ჰქონია. სამაგიეროდ ლაზარეს მსგავსად კიდევ ათობით ადამიანის წინააღმდეგ ხელისუფლებამ განახლებული ძალებით დაიწყო რეპრესიები. და უკვე ტენდენციის სახე მიიღო, რომ დემონსტრანტებს სამართალდამცველების გამოგონილი და ცრუ ჩვენებების საფუძველზე აკისრებენ სანქციებს. აი სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვიდა ლაზარეც, მეც, და კიდევ ათი ათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე. ის რასაც ახლა "ოცნება" აკეთებს, სწორედ რუსული მეთოდებით დემონსტრანტების დასჯაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი