პოლიტიკური მართლმსაჯულების ორმაგი სტანდარტები ვლინდება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის საქმეში. წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და არაერთი ქალის საჯარო ბრალდების მიუხედავად, არათუ ფორმალურად საქმის აღძვრა არ სცადა არავინ, პოლიტიკური განცხადებების დონეზე კი არ გაემიჯნენ სექსუალურ შევიწროვებას.
პირიქით, "ქართული ოცნების" ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ მათთვის სულ ერთია ამ ქალების, მსხვერპლების მიერ მოყოლილი ამბებიც და მათი ბედიც. იგივე მიდგომა ჩანს სამართალდამცევლების დამოკიდებულებაშიც. ხელისუფლებისგან გაცემულ ამ ინდულგენციაზე კი იგივე რამიშვილის ტელევიზიის პასუხი კიდევ უფრო მძიმე იყო, ადევნებისა და ცრუ დასმენის აშკარა ნიშნებით.