ძალადობის, მოძალადეების მხარდამჭერ აქციაში იყო ჩართული - ლაშხი ვიოლა ფონ კრამონზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, მარიამ ლაშხი ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად გამართულ აქციას "ძალადობისა და მოძალადეების მხარდამჭერ" აქციას უწოდებს და ამბობს, რომ მასში ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი იყო ჩართული. დეპუტატის ამ კომენტარს "იმედი" ავრცელებს.

მისი თქმით, ეს ყოვლად მიუღებელია. 

"ევროპარლამენტი, რომელიც ერთი მხრივ, კანონის უზენაესობაზე, დეპოლარიზებისკენ მოგიწოდებს, ამის პარალელურად, ევროპარლამენტარი იყოს ჩართული ძალადობის, მოძალადეების მხარდამჭერ აქციებში... ჩვენ გვახსოვს განცხადებები „გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებითაც, ერთი მხრივ, შესაძლოა, საკუთარ ქვეყანაში მხარს უჭერდეს ამას და სხვა ქვეყანაში მაიდანს ამსგავსებდეს. შესაბამისად, ყოვლად მიუღებელია", - თქვა ლაშხმა.

ცნობისთვის, პირველ აპრილს მთავრობის კანცელარიასთან "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც ევროპარლამენტარი, ვოოლა ფონ კრამონიც დაესწრო. 

გრიგორიადისი მარტში "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობდა. ის 29 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მან პოლიციის თანამშრომლებს ქვები და "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლა, ასევე დაწვა შსს-ს კუთვნილი მანქანა.

21 წლის ბიჭს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მან პროცესზე თქვა, რომ ჩვენების ხელახლა მიცემა სურს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი