წინასწარი ვარაუდით, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს სტატუსი - ჟოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, ჟურნალისტის რიკარდ ჟოზვიაკის თქმით, წინასწარი ვარაუდით, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში დაიწყოს მოლაპარაკებები EU-ში გაწევრიანების შესახებ.

როგორც ჟოზვიაკი აღნიშნავს, ევროკომისია შუალედურ მოხსენებას მაისში, საბოლო გადაწყვეტილებას კი ოქტომბერში გამოაცხადებს.

"ევროკომისია მაისში გამოაქვეყნებს განახლებას უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსის შესახებ. გაფართოების საბოლოო მოხსენება მოსალოდნელია ოქტომბერში, ასე რომ დარჩენილია 6 თვე, მაგრამ წინასწარი სამუშაო ვარაუდი ასეთია: რეკომენდაცია რომ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე, კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის", - წერს ჟოზვიაკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი