ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ "საბაჟო სამსახურმა" ზუგდიდიდან 68 ნერგის შეტანა "აღკვეთა"

გამოქვეყნდა:

"ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო "საბაჟო სამსახურმა" ენგურზე აკრძალული პროდუქციის გადატანა "აღკვეთა", - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა EkhoKavkaza ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოკუპირებული რეგიონის ე.წ "სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის" თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ზუგდიდიდან აფხაზეთის მიმართულებით ავტომობილი, სადაც საბარგო განყოფილებაში "რეგულირებადი პროდუქცია" აღმოაჩინეს.

აღნიშნული მასალა მოგვიანებით დე ფაქტო "საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს" გადაეცა. 

აღმოჩენილი ხის ნერგები ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ "საკარანტინე" პროდუქციად ითვლება. სეპარატისტების მტკიცებით, ადმინისტრაციულ საზღვარზე მათი გადატანა "უკანონოა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი