"ოცნების" ხელისუფლების შემდეგ აგრესორ რუსეთს ღია მხარდაჭერას საქართველოს საპატრიარქო უცხადებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით წერილი რუსეთის საპატრიარქოში სინოდის წევრი მიტროპოლიტის მამა ანდრია გვაზავას სახელით გაიგზავნა, რომელშიც ტრაგიკულ მოვლენად არის შეფასებული კეივ-პეჩორის ლავრიდან მოსკოვს დაქვემდებარებული მღვდელმთავრების იძულებით გასვლა.

ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებით დამწუხრებულ სინოდის წევრს დღეს საკუთარ წერილზე საუბარი აღარ სურს, მამა ანდრიას გადაწყვეტილებაზე ღიად დაეჭირა მხარი რუსეთის საპატრიაქროსთვის დუმს ქართული ეკლესიის მმართველი ორგანოც.

კიევ-პეჩორის ლავრაში კი ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. მას შემდეგ რაც პუტინის მთავარ მოკავშირე მიტროპოლიტ პავლეს უკრაინის სასამართლომ 2-თვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა ახლა მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის რელიგიურ ცენტრში ხელახალი გავლენების მოსაპოვებლად ქაოსის შექმნას ცდიულობს, რისთვისაც მრევლს და დეზინფორმაციას იყენებს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი