საქართველოს ექნება დათქმა, 6 თვის განმავლობაში არ გადადგას ნაბიჯი, რომელიც EU-სთან მის დისტანცირებას მოახდენს - იოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის ერთად დგომამ შედეგი გამოიღო და ევროპულ სტრუქტურებში მზად არიან საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, თუმცა არსებობს არაოფიციალური დათქმებიც. 

ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რომელიც შემოდგომაზე გახდება ცნობილი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის დამაზიანებელი ნაბიჯი აღარ უნდა გადადგას.

"საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსის რეკომენდაციას ოქტომბერში მიიღებს, როცა ევროკომისია მორიგ ანგარიშს წარადგენს. ეს იქნება ევროკომისიის რეკომენდაცია, საბოლოო გადაწყვეტილება კი 27-მა წევრმა ქვეყანამ კონსესუსით უნდა მიიღოს და დაამტკიცოს ეს რეკომენდაცია. საქართველოსთან მიმართებაში იქნება დათქმა, რომ 6 თვის განმავლობაში არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც ევროკავშირისგან მის დისტანცირებას მოახდენს, როგორც აგენტების კანონის მიღების დროს მოხდა და შეასრულებს 12 რეკომენდაციას, იმუშავებს რეფორმების განხორციელებაზე, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის ტესტი, თუ როგორ შეასრულებს ვალდებულებებს", - ამბობს იოზვიაკი. 

ის იხსენებს ბოსნიის მაგალითს, რომელმაც შარშან მიიღო კანდიდატის სტატუსი და რომლის შემთხვევაშიც ხალხის ნებას ჰქონდა დიდი როლი, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია რეფორმები გაატაროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი