ლიეტუვამ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების ყიდვა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვას პარლამენტმა სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, აეკრძალოს რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა ბალტიისპირეთის ქვეყანაში. მოტივი ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკები დასახელდა.

აკრძალვა, რომელიც ძალაში იქნება 2024 წლამდე, არ ვრცელდება იმ რუსებზე, რომლებსაც ქვეყანაში ბინადრობის უფლება აქვთ.

პარლამენტმა ასევე შეაჩერა ახალი ვიზების გაცემა რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსიის მოქალაქეებისთვის.

"რუსეთის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს მათი ქვეყნის აგრესიულ სამხედრო მოქმედებებს და არ იღებენ ზომებს მათი ქვეყნის რეჟიმის აგრესიის შესაჩერებლად, ამიტომ ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას", - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იურგიტა ნელიუფსიენმა პარლამენტს მარტში კანონპროექტის წარდგენისას.

 ამ ორი ქვეყნის ბევრი მოქალაქე, რომლებსაც აქვთ სხვა სამგზავრო დოკუმენტები, როგორიცაა ადრე გაცემული ვიზები, დაექვემდებარებიან "ინდივიდუალურ გაფართოებულ შემოწმებას" საზღვარზე, რათა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა ისინი საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი