"მე მადლობას გადავუხდი გიორგი მაზნიაშვილს და არა ამ ყალბ გმირებს" - სარჯველაძე ლაზარე გრიგორიადისზე

გამოქვეყნდა:

"უდანაშაულობის პრეზუმფციაზე აპელირება სრულიად მცდარად ხდება. იმიტომ რომ, აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი ვინმეს უფლება უნდა იყოს თუ არა დაცული და ამას საკამათოდ არავინ არ ხდის, უფლებების დაცვას. მაგრამ, როდესაც ოპოზიცია გამოდის განცხადებებით და ცდილობენ, რომ გმირად შერაცხონ ადამიანი, რომელიც გამოირჩა და საზოგადოებას გაეცნო, როგორც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი. აი ეს არის პრობლემა, ეს არის პრობლემა და რა თქმა უნდა ასეთ დროს აბსოლუტურად სწორია საზოგადოებას ვუთხრა ვინ არის ნამდვილი გმირი. აქ მე მადლობას ვერ გადავუხდი ადამიანს, ვინც გაბედა და მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. ამ პროცესს ან უნდა ან უნდა გაემიჯნოს, ან მადლობები უნდა გადაუხადოს ვინმემ. მე კიდევ, ავდგები და ზეგ ვისი დაბადების დღეც არის, გიორგი მაზნიაშვილის, იმ კაცს გადავუხდი მადლობას და არა ამ ყალბ გმირებს, რომლის შექმნის მცდელობასაც ვადევნებთ თვალს" 

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისზე საუბრისას

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი