არ მგონია, რომ არსებობს დამატებითი საჭიროება გრიგორიადისის მონახულების - პაპუაშვილი დეპუტატებს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მონახულების უფლება არ მისცა, რადგან საკითხის პოლიტიზირების საფრთხეს ხედავს. 

პაპუაშვილმა თქვა, რომ დაკავებულთან ომბუდსმენის წარმომადგენელი და ადვოკატი შევიდნენ და არ ჰგონია დამატებითი საჭიროება იყოს მონახულების ან "უფლებრივი მხრივ ჩარევის". გრიგორიადისის მონახულება ანა ნაცვლიშვილსა და ანი წითლიძეს სურდათ.

"ეს არ გახლავთ დეპუტატის უფლება, პენიტენციურ დაწესებულებში შესვლა და მონახულება არ გახლავთ დეპუტატის უფლება, ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის უფლება, რომლის დელეგირებაც მას შეუძლია პარლამენტის წევრზე. არანაირი უფლება პარლამენტის წევრის არ არსებობს, არის პარლამენტის თავმჯდომარის, რომლის დისკრეციაც არის ამ უფლებამოსილების დელეგირებას მოახდენს თუ არა პარლამენტის წევრზე.

სხვა შემთხვევაშიც მითქვამს, რომ სამწუხაროდ, ამ უფლების გამოყენება ხდება ექსტენსიურად პარლამენტის წევრების მხრიდან და ცდება ხოლმე იმ ზღვარს, რომელიც არის წესით განსაზღვრული, როდესაც არის უფლებებთან დაკავშირებით, ან სხვა მხრივ ინტერესი მონახულების. 

ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა ეს კონკრეტული ბრალდებული პირი, ასევე მისი ადვოკატი შეუფერხებლად შედის შიგნით, ყველაფერი საჯარო არის და არ მგონია, რომ არსებობს დამატებითი საჭიროება უფლებრივი მხრივ აქ ჩარევის, ან მონახულების და ასე შემდეგ. მეორე მხრივ მე ვხედავ საფრთხეს პოლიტიზირების ამ საკითხის", - თქვა პაპუაშვილმა. 

პაპუაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციონერების გამოსვლას სწორედ ის შინაარსი გასდევდა თან, რომ სურთ პოლიტიკური ასპექტი ჩადონ საქმეში, რაც საფრთხეა, მათ შორის მართლმსაჯულებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი