პუტინს სურდა ნაკლები NATO თავის საზღვართან, მაგრამ სრულიად საპირისპიროს იღებს - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის მიზანი იყო ნაკლები ნატოს მიღება მის საზღვრებთან, თუმცა ის საპირისპიროს იღებს. დღეს ფინეთი ოფიციალურად გახდება ნატოს წევრი. ქვეყანამ უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და გასულ წელს განაცხადა, რომ სურდა ნატოში გაწევრიანება, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

"პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში შემოჭრის მიზანი იყო ნაკლები ნატოს მიღება, მას სურდა ნაკლები ნატო თავის საზღვრებთან, სურდა ნატოს კარის დაკეტვა. ის სრულიად საპირისპიროს იღებს", - თქვა სტოლტენბერგმა. 

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნატო-ს ჯარები ფინეთში მხოლოდ ქვეყნის თანხმობით განთავსდებიან. ფინეთს რუსეთთან 1 300 კილომეტრის საზღვარი აქვს. 

სტოლტენბერგმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, ელის, რომ შვედეთი, რომელმაც განაცხადა, რომ აპირებს შეუერთდეს ალიანსს ფინეთის პარალელურად, მალე გახდება ალიანსის წევრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი