ფინეთი NATO-ს წევრია - დოკუმენტს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა

გამოქვეყნდა:

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი ოფიციალურად მოაწერა.

დოკუმენტზე ხელის მოწერას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი Twitter-ზე გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ ფინეთი უკვე NATO-ს წევრია. 

"ფინეთი უკვე NATO-შია! გილოცავთ! დღეიდან, ალიანსს 31 ქვეყანა ჰყავს. ძლიერი პარტნიორობა პოლონეთის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების გარანტიაა", - წერს მორავეცკი.

რამდენიმე საათში კი NATO-ს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ალიანსის წევრი ქვეყნების დროშებს შორის ფინეთის დროშის აღმართვის დასკვნითი ცერემონიალი გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი