ნეპოტიზმს რაც შეეხება, ის არაა ჩემი ნათესავი, ის არ არის ალეკოს ნათესავი - იოსელიანი მოადგილეზე

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ყოფილი თანაპარტიელის, ალეკო ელისაშვილის დისშვილის მოადგილედ დანიშვნაზე ამბობს, რომ ეს არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ნათია ჯულუყიძეს აბულინგებდნენ იმის გამო, რომ ის ალეკო ელისაშვილის ნათესავია და თითქოს ამის გამო არ შეეძლო თანამდებობა დაეკავებინა. 

იოსელიანი ამბობს, რომ  "ალეკოსთან ნათესაობა არ არის რაღაც განაჩენი ადამიანისთვის, თუ ის არის პროფესიონალი". ამ თემაზე იოსელიანმა გადაცემა "თავისუფალ ხედვაში" ისაუბრა.

"ნათია ჯულაყიძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ჩემთან, ჯერ კიდევ არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ის არის ერთ-ერთი ჩემი მოადგილე და ის ასე ვთქვათ, პრეტენზიები თუ უხერხულობა, რაც არის დაკავშირებული ამასთან, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. 

უსაფუძვლო არის იმიტომ, რომ დავიწყოთ იქიდან, რომ მე პოლიტიკოსი ვიყავი და შესაბამისად, ადამიანი, რომელიც ჩემთან მუშაობდა პოლიტიკურ პარტიაში, ბუნებრივია, ისიც რაღაცით ამ პარტიასთან იქნებოდა დაკავშირებული. ის როგორც მე, ნათიამაც დატოვა პარტია, არც მე და არც მას, აღარანაირი კავშირი აღარ აქვს პოლიტიკასთან.

ეს დანიშვნა, თვითონ არანაირ კანონს არ ეწინააღმდეგება, რაც მთავარი და ნეპოტიზმს რაც შეეხება, ის არ არის ჩემი ნათესავი, ის არ არის ალეკოს ნათესავი, და მე მგონი ალეკოსთან ნათესაობა არ არის რაღაც განაჩენი ადამიანისთვის, თუ ის არის პროფესიონალი და ის ნამდვილად არის პროფესიონალი, კომპეტენტური და მე მარტო ამ ნიშნით შევთავაზე ამ თანამდებობის დაკავება, და მე დარწმუნებული ვარ ის ძალიან კარგად გაართმევს თავს", - თქვა იოსელიანმა.

მისი განცხადებით, ამ საკითხისთვის კუდის მობმა არასწორია, რადგან არც ალეკო ელისაშვილის და არც სხვისი ხათირთი არავის დანიშნავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი