ნიკა გვარამიას პოლიტიკური საქმე, რომელიც ქვეყანას, შესაძლოა, ევროპული პერპექტივის ფასად დაუჯდეს, სრულ აბსურდამდე მიდის. სასამართლო კლანის მორიგი გამაოგნებელი გადაწყვეტილებით, მერაბ გაბინაშვილმა საკუთარი აცილების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ეს ის მორჩილი მოსამართლეა, რომელიც პროცესს უკვე სამი თვეა მიზანმიმართულად აჭიანურებს და ხელოვნურად აფერხებს პროცესის დაწყებას მართლმსაჯულების უმაღლეს ინსტანციაში.
არადა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას საკითხი რომ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამას შესახებ ვრცლად საუბრობს ევროსაბჭო ბოლო განცხადებაში, მედია თავისუფლებისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების კონტექსტში.