სანქციები გამოხატავს აშშ-ის ერთგულებას, დაეხმაროს ქართველ ხალხს დემოკრატიული საზოგადოების შენებაში - დეგნანი

გამოქვეყნდა:

"კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. აშშ აგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. სანქციების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ ამ მიზნით. სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა შრომისმოყვარე, ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და აღასრულონ მართლმსაჯულება ზეწოლის, მუქარისა და ჩარევის გარეშე.

წლების განმავლობაში ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებდით განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლო სისტემაში. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა წლების განმავლობაში, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერით. [....] 

სანქციები, რომელიც დღეს გამოცხადდა 4 კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს აშშ-ს მტკიცე ერთგულებას ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ".

თქვა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც 4 ქართველი მოსამართლე დასანქცირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი