ვალერიან ცერცვაძის აზრით, ამერიკამ მცდარი, დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

მოსამართლე ვალერიან ცერცვაძე ამერიკის მიერ მის სანქცირებას ეხმაურება და წერს, რომ "კატეგორიულად" არ ეთანხმება გაჟღერებულ ბრალდებების. მისი აზრით, გადაწყვეტილება მცდარ და დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტმა.

მისივე აზრით, "აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას".

"მსურს განვაცხადო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები გაჟღერებულ ბრალდებებს. მინდა ავღნიშნო, რომ 6 წელია რაც აღარ ვარ არც სასამართლო და არცერთ სხვა სახელმწიფო თანამდებობაზე, შესაბამისად ჩემი, როგორც უვადო მოსამართლედ მოხსენიება აშკარად წარმოადგენს ფაქტების შეგნებულ დამახინჯებას. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად მცდარი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.

ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ არ არსებობს არცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს გაჟღერებულ ბრალდებებს. მიმაჩნია, რომ ყოველგავარი დასაბუთების გარეშე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული განცხადებები, ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს სასამართლოში გავლენის მოპოვებას და მის სრულ დისკრედიტაციას", - წერს ცერცვაძე. 

ცნობისთვის, 5 აპრილს ამერიკამ 4 ქართველ მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო" მიიღო. შეზღუდვა შეეხება მათ ოჯახის წევრებსაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი