
დღეს, სამ საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც სავარაუდოდ, დასანქცირებული მოსამართლეები პირველ სატელევიზიო კომენტარებს გააკეთებენ.
იქამდე კი კლანის სანქცირებულმა წევრებმა კომენტარები სოციალურ ქსელებსა და სატელეფონო კომენტარების სახით გააკეთეს.
შეგახსენებთ, ლევან მურუსიძეს, ვალერი ცერცვაძეს, ირაკლი შენგელიას და მიხეილ ჩინჩალაძეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვა დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. მიზეზი მათი კორუფციული საქმიანობაა. ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ აღნიშნული მოსამართლეების ოჯახის წევრებსაც.
იხილეთ ასევე: