
სასამართლო კლანი დასანქცირებულია - პარალელურად ერთადერთი, ვინც დღეს გამოიყვანეს და პარლამენტში კომენტარი გააკეთებინეს "ქართული ოცნებიდან" ე.წ. განდგომილი "ხალხის ძალის" წევრი გურამ მაჭარაშვილია.
გურამ მაჭარაშვილი ფიქრობს, რომ ამერიკის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირება სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის მცდელობაა.
"პირველ რიგში მინდა, საზოგადოებას შევახსენო "ხალხის ძალის" განცხადებები, სადაც ჩვენ პირდაპირ ვამბობდით, რომ სამწუხაროდ ამერიკის ხელისუფლების მხრიდან იყო და არის მცდელობა, აკონტროლოს ქართული მართლმსაჯულება. ამის ნათელი მაგალითი იყო მაგალითად, მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება საელჩოში და პასუხის მოთხოვნა იმაზე, რატომ მიიღო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ასეთი გადაწყვეტილება. გარკვეული ინფორმაციები კი ბატონო, გეთანხმებით, აუცილებლად მიეწოდება საზოგადოებას და ამას ჩვენ დინამიურად აუცილებლად გავაკეთებთ",- ამბობს მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-მა 4 ქართველ მოსამართლეს, სასამართლო კლანის გავლენიან წევრებს, მათ შორის მურუსიძესა და ჩინჩალაძეს კორუფციული საქმიანობის გამო, სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. სანქციები შეეხოთ მოსამართლეთა ოჯახის წევრებსაც.
იხილეთ ასევე: