ხელისუფლების მიზანში "მთავარის" აქტივების შეძენის გამო მოვხვდი - გიორგი რურუა

გამოქვეყნდა:

მიზეზი, თუ რატომ მოვხვდი მე ხელისუფლების მიზანში, არის "მთავარი არხის" აქტივის შეძენა, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა და მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება ზონდერი მთავრობის მიმართ, - ამის შესახებ განცხადებას "მთვარი არხის" დამფუძნებელი და მეწილე, პოლიტიტპატიმარი გიორგი რურუა Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს. 

მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ვინც ოლიგარქის წინააღმდეგ სიტყვით გამოვდივართ, ვართ პოლიტიკური დევნის მაგალითები. ჩვენ წინააღმდეგ გააყალბეს მტკიცებულებები. საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური გაგებით, საბჭოთა პრესის ოფიცრების ხელით, ცდილობდნენ ჩვენს დისკრედიტაციას.

ჩემი წინასწარვე დამნაშავედ გამოცხადება, რომელიც ოლიგარქიული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებიდან ვრცელდება, არღვევს ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება მას. ეს არის პოლიტიკური დევნა ოლიგარქიის მხრიდან.

მიზეზი, თუ რატომ მოვხვდი მე ხელისუფლების მიზანში, არის "მთავარი არხის" აქტივის შეძენა, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდაჭერა და მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება ზონდერი მთავრობის მიმართ.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გვინდა რუსეთის ჩრდილში ყოფნა. სწორედ ამ ჩრდილში ყოფნას უშლის ხელს თავისუფალი მედია.

დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა - ეს არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების გაცურების, მოტყუების პოლიტიკა. ჩვენს მეგობარ ელჩებს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო 8 მარტის ისტორიული დოკუმენტის მიღებაში გაწეული სამუშაოსათვის ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის" - წერს რურუა. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე საქალაქო სასამართლო განაჩენს ხვალ, 30 ივლისს გამოაცხადებს. სხდომა სასამართლოში 11:00 საათზე ჩაინიშნა. 

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლება პირობას დღემდე არ ასრულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი