ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა

გამოქვეყნდა:

ფინეთის პრემიერ-მინისტრი არჩევნებში დამარცხების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა - ინფორმაცია ფინურ მედიაში ვრცელდება. 

პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა მთავრობის მეთაურის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნა პრეზიდენტ საული ნიინისტოს რეზიდენციაში დღეს დილით წარუდგინა. ნიინისტო დაეთანხმა მთავრობის მეთაურის გადადგომის მოთხოვნას.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სანა მარინის მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, სანამ ახალი მინისტრთა კაბინეტი არ შეიქმნება. 

შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება არჩევნებში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარეს, ის მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის კონსულტაციებს მომავალ კვირაში დაიწყებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი