დაჩი ბუაძე გამოკითხვაზე დაიბარეს - ახალი პირები შაქარაშვილის საქმეში

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტური გამოძიებებიდან სამი კვირის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჩი ბუაძე მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე დაიბარეს. ბუაძე, რომელიც ე.წ ნახალოვკის დაჯგუფების ლიდერად მოაზრება, ამ წუთებში გამომძიებლების შკითხვებს პასუხობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იცის გიორგი შაქარაშვილის სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით. გამოკითხვაზე მოწმის სახით ბუაძის მეგობარი, საბა ჭანკოტაძეც იმყოფება.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის დატოვებას პირებდა, რის შემდეგაც ბუაძე გომელაურის უწყებაში დაიბარეს. თავად ბუაძე არ უარყობს ბრალდებულებთან მეგობრობას. მეტიც სატელეფონო ამონაწერებით დგინდება, რომ 18 ივნისს საღამოს 11-ის ნახევარზე ის ამჟამად დაკავებულ მორაგბე, ნიკა ჟვანიას ესაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჩი ბუაძე და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" ქვეყნის დატოვებას აპირებდნენ. ადვოკატის ინფორმაციით, ეს არის აბსურდი და ბუაძე, უბრალოდ, ქალაქგარეთ იმყოფებოდა. 

რაც შეეხება საბა ჭანკოტაძეს, ის გამოკითხვაზე შაქრაშვილის სამქეში ერთ-ერთ იმ ეპოზიდთან დაკავშირებით დაიბარეს, სადაც ავტომობილი ფიგურირებს, რომელიც მის სახელზე არის გაფორმებული. ჭანკოტაძეს გამოკითხივის ოქმი არ ჰქონია, ის დაჩი ბუაძეს მოჰყვა. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მისი გამოკითხვა ექსპრომტად გადაწყვიტეს.  

დაჩი ბუაძისა და მისი მეგობრის გამოკითხვა უკვე რამდენიმე საათია გრძელდება. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება. ცნობითვის, 27 ივლისს
11 ბრალდებული შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი