
კახეთში, მოზარდზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის ახალი დეტალები- საუბარია 14 წლის გოგოზე, რომელზეც სავარაუდოდ მამინაცვალმა იძალადა. ბავშვი 2 წლის განმავლობაში მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა. შემთხვევა კი ოჯახში დაბრუნების შემდეგ მოხდა. დედას ქმარსა და შვილს შორის საეჭვო კავშირი არ შეუნიშნავს. მისივე ინფორმაციით, პოლიციას გოგოს შეყვარებული დაუკავშირდა.
აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა კაცს სასამართლომ გუშინ შეუფარდა. ქალის თქმით, ის დანაშაულს არ აღიარებს. არასრულწლოვანთან კი ახლა ფსიქოლოგი მუშაობს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, კახეთის რეგიონში, არასრულწლოვნებზე სავარაუდო სექსუალური ხასიათის ძალადობის ორი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ერთ შემთხვევაში საუბარია მამინაცვალზე, ხოლო მეორე - მამაზე. ორივე მათგანი დაკავებულია.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ია გულიაშვილი