
დასანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე ამბობს, რომ თუ ამერიკის ელჩს აქვს ინფორმაცია რა ზარებს ახორციელებს, გამოდის, რომ მის საუბრებს ისმენენ. მან ელჩს მოუწოდა გამოაქვეყნოს საუბრები, რომელზეც ინფორმაცია აქვს.
"ქალბატონმა ელჩმა ბრძანა ასეთი რამე, რომ მართლმსაჯულება არ არის ღამე განხორციელებული ზარებიო და ქრთამის მიცემაო, არ ვიცი რა უნდა ვთქვა, მოსამართლე გამოვიდა ფაქტობრივად, ადრე მეფისნაცვალი იყო ჩვენთან. თუ ქალბატონმა ელჩმა იცის, რომ ღამის ზარებს ახორციელებს ლევან მურუსიძე, მისმენენ ესე იგი ტელეფონზე, ამიტომ მე ვთხოვ ქალბატონ ელჩს, თუ ტელეფონზე მისმენენ და მას აქვს ინფორმაცია, რომ მე ღამის ზარებს ვახორციელებ, გამოაქვეყნოს, რა ზარებს ვახორციელებ მე დღე იქნება თუ ღამე", - თქვა მურუსიძემ.
კელი დეგნანმა გუშინ განაცხადა, რომ სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით და არა ღამის საათებში განხორციელებული ზარის ან ქრთამის, დაშინებისა თუ ზეწოლის საფუძველზე.
იხილეთ ელჩის განცხადება: