გიორგი რურუას საქმე გადაწყვეტილების მოლოდინში - სასამართლო განაჩენს 30 ივლისს გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას განაჩენის გამოცხადებამდე, რამდენიმე საათი რჩება. საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე ადვოკატების დაკვნით სიტყვას ისმენდნენ.

დიტო საძაგლიშვილმა, შალვა შავგულიძემ, ალექსანდრე ბარამიძემ და ლევან სამუშიამ დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ გიორგი რურუა თავად არის დაზარალებული და პოლიციამ დანაშაული მის წინააღმდეგ ჩაიდინა. იმის მიუხედავად, რომ საქმეში არაერთი დარღვევა და შეუსაბამობაა აღმოჩენილი, დაცვის მხარეს არ აქვს იმედი, რომ სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოტანს და პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებს, რადაგან რურუას რეალურად " მთავარი არხის" და "ანტისაოკუპაციო პროტესტის " დაფინანასების გამო ასამართლებენ. 

არათუ მოლოდინი, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იქნება სამართალზე, კანონზე და მის შინაგან რწმენაზე დაფუძნებული, ვინაიდან, გიორგი რურუას, როგორც თავდაპირველი პატიმრობის შესახებ გდაწყვეტილება იყო პოლიტიკური ველოდებით, რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება პოლიტიკური და არა სამართლებრივი, - ამბობს დიტო საძაგლიშვილი. 

გიორგი რურუას ადვოკატი ასევე ამბობს, რომ თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, აუცილებლად გაასაჩივრებენ. 

ბუნებრივია, ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, რაც არათუ გამორიცხული არ არის, არმაედ მოსალოდნელია. ჩვენ გავასაჩივრებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააპელაციო სამამართლოში ველოდებით დამოუკიდებელი მოსამართლეების მიერ საქმის გახილვას. ცხადია, რომ ჩვენი დაცვის ფუნქცია არის ზუსტად ის, რომ გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მოლოდინები გვაქვს სასამართლოებთან მიმართებაში, - თქვა საძაგლიშვილმა. 

გიორგი რურუას ცოლის, სოფო სიხარულიძის თქმით კი, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქმე პოლიტიკურია. მისივე თქმით, გიორგი აუცილებლად, ძალიან მალე გამართლდება. 

დღეს კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად გამოჩნდა, რატომ არის დღეს გიორგი ციხეში, რომ ეს საქმე თავიდნ ბოლომდე არის პოლიტიკური და თან ამავდროულად არის თეთრი ძაფით ნაკერი. მოლოდინებს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ კარგი მოლოდინი მაქვს და ძალიან ოპტიმისტურად ვარ ხვალინდელი დღის მიმართ განწყობილი, მაგრამ ზოგადად საქმეს რაც შეეხება, ზუსტად ვიცი, რომ გიორგი ამ საქმეში გამართლდება. ეს ხვალ თუ არა, აუცილებლად ძალიან მალე მოხდება, - თქვა სოფო სიხარულიძემ. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე საქალაქო სასამართლო განაჩენს ხვალ, 30 ივლისს გამოაცხადებს. სხდომა სასამართლოში 11:00 საათზე ჩაინიშნა. 

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლება პირობას დღემდე არ ასრულებს.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი