რატომ დასანქცირდა 3 მოქმედი და 1 ყოფილი მოსამართლე? ამან კითხვები მხოლოდ მმართელ გუნდსა და თავად სანქცირებულ მოსამართლეებში გააჩინა. დასავლეთში კი კონკრეტული პასუხი აქვთ და ეს მათი კორუფციაში ჩართულობაა. ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტს აქამდეც უნდა მიეღო.
ყოფილი სახელმწიფო მოხელეების შეფასებით, ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების შეშფოთებითაა გამოწვეული. დასავლეთში სასამართლო კლანის მოსამართლეების დასანქცირება ოლიგარქებისთვის ერთგვარ გაფრთხიელბად მიიჩნიეს. იმავდროულად არ გამორიცხავენ, რომ შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირმაც მიიღოს.