ქართველი მოსამართლეების დასანქცირება და სახდეპის განმარტება | "მთავარი არხი" ვაშინგტონიდან

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო დეპარტამენტი უპრეცენდენტო გადაწყვეტილების მიღებისა და 4 ოდიოზური მოსამართლის დასანქცირების შემდეგ პირველ განმარტებას აკეთებს. ბლინკენის უწყებამ ოლიგარქიული რეჟიმის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები მოსამართლეთა კორუფციულ გარიგებებში ჩართულობის შესახებ. 
 
"ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ ეს მოსამართლეები  ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციაში როგორც წარსულში, ასევე ამჟამინდელ როლებში" - ასე უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ დემნა დევდარიანის შეკითხვას. სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე განმარტეს, რომ სანქცირებულმა მოსამართლეებმა, ძირი გამოუთხარეს კანონის უზენაესობასა და  დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და დააზარალეს საზოგადოების რწმენა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი