ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს წინასწარ მომზადებული მივიდა და მთლიანად თავის მართლების და მუქარის რეჟიმში იყო. თავდასხმის მთავარი ადრესატი შეერთებული შტატების ელჩი აღმოჩნდა, რომელიც მურუსიძემ ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებაში დაადანაშაულა.
უხერხულობა იგრძნობოდა იუსტიციის საბჭოს წევრების ქცევაშიც. ისინი მდუმარედ ისმენდნენ კოლეგის გამოსვლას და თითქოსდა მის მხადაჭერასაც ცდილობდნენ, თუმცა რეალურად ყველას საკუთრი რეპუტაციის გადარჩენის სურვილი ამოძრავებდა.