"ვინმეს თუ ჰგონია, სანქციები შეგვაშინებს ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, ძალიან მწარედ ცდება" | მოსამართლე თევზაძე

გამოქვეყნდა:

მოსამართლე ლევან თევზაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეების დასანქცირებას ეხმაურება. სოციალურ ქსელში  წერს, რომ სახდეპის გადაწყვეტილება მას და მის კოლეგებს არ შეაშინებს და არც მისაღებ გადაწყვეტილებებზე იმოქმედებს:

"ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება. ვერც კონკრეტული მტკიცებულების გარეშე იქნება მისაღები ჩემი კოლეგების ,,ლინჩის’’ წესით გასამართლება. არც მთლად სამართლიანად და თუნდაც დემოკრატიულად მიმაჩნია შვილების დასჯა მამათა ,,ქმედებების’’ გამო. ამაზე მძიმე რეალობის წინაშე მდგარა სასამართლო კორპუსი, მაგრამ სადაც სიმართლე, პატიოსნება, წესიერება და ამ ქვეყნის სიყვარულია, იქ ყოველთვის გამარჯვებაა…" - წერს თევზაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი