დატოვონ სანქცირებულმა მოსამართლეებმა თანამდებობები - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია იმართება

გამოქვეყნდა:

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოსთან "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციამ" აქცია გამართა. ადგილზე შეკრებილმა უფლებადამცველებმა მოითხოვეს, რომ სანქცირებულმა მოსამართლეებმა თანამდებობები დატოვონ. 

მათ საბჭოში განცხადებაც შეიტანეს იგივე მოთხოვნით.

"კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, რომ სასამართლო არის ჭუჭყში და კორუფციაში გასვრილი, შესაბამისად, ამ ყოველივეზე უნდა დაწერონ მათ განცხადებები და უნდა გადადგნენ. საჯარო სამსახურებს ეს ადამიანები, ეს ოდიოზური ადამიანები უნდა ჩამოშორდნენ. თუ მაგრები იყვნენ და თუ ერთი ადგილი ჰქონდათ, აქამდე ეთქვათ, რომ ვინმე ჩვენ დამოუკიდებლობაში ერევა, ახლა რომ მიადგნენ, კუთხეში რომ მიიმწყვდიეს და ახლა დაიწყეს ლაპარაკი რომ თურმე ვიღაცები ერევიან  ჩვენ მართლმსაჯულებაში, აქამდე მოეხდინათ რეაგირება. საზოგადოება უკვე 20 წელია ამ მურუსიძის სასამართლოს უყურებს და მათგან არაფერი არ დადგა გარდა ერთისა, რომ ჩვენ ქვეყანაში არის გამეფებული კლანური სასამართლო შერჩევითი სამართალი", - თქვა ალექსანდრე კობაიძემ. 

ადგილზე შეკრებილები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების მისვლას ელოდებიან, რომლებსაც საპროტესტო ბანერებით დახვდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი