"უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს "ნამდვილი მეგობრის“ წოდება ყველაფერს ამბობს" - კრამონი

გამოქვეყნდა:

გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ "ტვიტს" ეხმაურება, რომელშიც დარჩიაშვილი თავის უნგრელ კოლეგას "ნამდვილ მეგობარს" უწოდებს. 

"ღმერთო ჩემო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს „ნამდვილი მეგობრის“ წოდება ყველაფერს ამბობს.

მთავრობა, რომელმაც ევროკავშირის წევრობის მიუხედავად, გააუქმა დემოკრატია და კანონის უზენაესობა და ეს არის რუსეთის დე ფაქტო მარიონეტული რეჟიმი, რომელიც თითქმის არაფრით უჭერს მხარს უკრაინას",- წერს კრამონი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, Twitter-ზე დაწერა, რომ ქვეყნებს შორის კავშირების განმტკიცება გრძელდება. 

"ყოველთვის სასიამოვნოა მივესალმო საქართველოს ნამდვილ მეგობარს - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოს თბილისში.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსა და უნგრეთის კავშირების განმტკიცებას ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში",- დაწერა დარჩიაშვილმა Twitter-ზე.

ცნობისთვის, გუშინ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს პრემიერი ღარიბაშვილიც შეხვდა. პარალელურად კი ღარიბაშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია აშშ-ის მიერ, 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი