
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს ამერიკის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს შეხვდეს.
"ჩვენ არასდროს უარვყოფთ სერიოზულ შემოთავაზებებს მოლაპარაკებების შესახებ," - თქვა ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
მისივე თქმით, გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენელს, ვასილი ნებენზიას გაჟღერებული პოზიცია, რომ თუ შეხვედრის შეთავაზება იქნება, რუსეთი მას განიხილავს, უცვლელია.
"რაც შეეხება ბლინკენთან ნიუ-იორკში შეხვედრის წინადადებას, მან [ვასილი ნებენზიამ] ტყუილად არ თქვა ეს. მან თქვა, რომ თუ ასეთი მოთხოვნა იქნება, ჩვენ განვიხილავთ მას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ასეთ სიტუაციებში, რომ ჩვენ არასდროს უარვყოფთ მოლაპარაკებების სერიოზულ შეთავაზებას. ჩვენი პოზიცია უცვლელია," - ამბობს ლავროვი.
მანამდე, გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებზიანამ, თქვა, რომ რუსული მხარე მზად არის მსგავსი მოლაპარაკებების განსახორციელებლად 24-25 აპრილს ლავროვის დაგეგმილი ვიზიტის დროს, გაეროს შტაბ-ბინაში, თუ ამის სურვილს ამერიკაც გამოთქვამს.