რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მოსკოვის პროკურატურას მომღერალი ვალერი მელაძის მხრიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლო დაფინანსების საკითხზე შემოწმება დაავალა.
რუსული სამთავრობო გამოცემა TACC წერს, ინფორმაცია დღეს სამართალდამცავმა უწყებებმა დაუდასტურეს.
„მოსკოვის პროკურატურას დაევალა მელაძე ვ.შ.-ს წინააღმდეგ აუდიტის ჩატარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის საკითხზე“, - თქვა წყარომ და აღნიშნა, რომ შესაბამისი ბრძანება მიღებულია გენერალური პროკურორისგან.
რუსული მედიის ცნობით, მანამდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის "ფედერალური პროექტი უსაფრთხოებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის" ხელმძღვანელმა, ვიტალი ბოროდინმა, მიმართა გენერალურ პროკურორს მომღერლის წინააღმდეგ შესაბამისი შემოწმების მოთხოვნით.
მან აღნიშნა, რომ შემსრულებელმა არაერთხელ გააკრიტიკა "სპეცოპერაცია უკრაინაში" [ასე უწოდებს ომს რუსეთი]. ამასთან მარტის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალ ვალერი მელაძის დაგეგმილი კონცერტები კრასნოიარსკში, ირკუტსკში, ნოვოსიბირსკში, ბარნაულში, კემეროვოსა და დონის როსტოვში გაუქმდა.