ინგუშეთში, შეიარაღებულმა პირებმა 3 პოლიციელი მოკლეს და 8 დაჭრეს - OC MEDIA

გამოქვეყნდა:

ინგუშეთში შეიარაღებული დაპირისპირების დროს სამი პოლიციელი მოკლეს, რვა კი დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას OC-MEDIA სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეიარაღებული დაპირისპირება 5 აპრილს მოხდა.

გუშინ, 6 აპრილს, რუსულმა სამთავრობო მედიამ TASS-მა გაავრცელა ინგუშეთის FSB-ს დირექტორის პრესსამსახურის განცხადება, რომ ინგუშეთის სოფელ ზიაზკოვ-იურტიში სროლა იყო. მათივე ინფორმაციით, სოფლის ერთ-ერთ შენობაში უცნობმა პირებმა ბარიკადები მოაწყვეს, მათ დასაკავებლად მისულ პოლიციელებს კი ცეცხლი გაუხსნეს.

მოგვიანებით, Telegram არხმა Mash Gor-მა გაავრცელა ცნობა, რომ სროლისას ორი შეიარაღებული პირი დაიღუპა, მათ შორის იყო 21 წლის კაცი. შეიარაღებული ჯგუფის დანარჩენი წევრები კი გაიქცნენ.

OC-MEDIA წერს, რომ რუსი პოლიციელები ეძებდნენ იმ ჯგუფს, რომლებმაც 27 მარტს საპოლიციო პოსტებზე განახორციელეს თავდასხმა. 

შეიარაღებული შეტაკებების საპასუხოდ ინგუშეთმა მალგობეკის რეგიონში ანტი-ტერორისტული რეჟიმი დააწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი