
დღეს რუსთაველზე გამოსული ადამიანების ერთ-ერთი მოთხოვნა ლაზარეს გათავისუფლებაც იყო. ადამიანისა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პროპაგანდისტული მიზნებითვის შეარჩია და დანიშნა მტრად, და ვისი დასჯითაც ახლა მთელი თაობის გატეხვას ცდილობს. მეთოდები, კი რომლითაც ლაზარესგან ხელისუფლებამ მტრის ხატი შექმნა, სწორედ ის მეთოდებია, რომელსაც ყველაზე უფრო მახინჯი დიქტატორები იყენებენ ხოლმე.
ახლა ჩვენზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული სადამდე მივუშვებთ ხელისუფალის ამ გავეშებულ ვნებას, თუნდაც ადამიანების განადგურების ხარჯზე შეინარჩუნოს ძალაუფლება. შორს წასვლა ნამდვილად არ გვინდა იმის გასაგებად, სადამდე შეიძლება მივიდეს დიქტატურის მადა - ამისთვის ჩვენი რეგიონისთვის თვალის გადავლებაც საკამარისია.
ავტორი: ბექა ყორშია