
გამოკითხვების ახალი სერია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - შსს-ში გვიანობამდე იკითხებოდა ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" მეგობარი, დაჩი ბუაძე. მისმა გვარმა ამ საქმეში აქამდეც გაიჟღერა, თუმცა გამოკითხვაზე მხოლოდ გუშინ დაიბარეს. სატელეფონო ამონაწერების მიხედვით 18 ივნისის საღამოს ბუაძე ტელეფონით მორაგბე ნიკა ჟვანიას ესაუბრა, რომელიც შაქარაშვილის საქმეზეა დაკავებული. ადვოკატის თქმით ბუაძეს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
დაჩი ბუაძე ამბობს, რომ აზრს საზოგადოებასთან დააფიქსირებს და მას ამ საქმესთან არანაირი შეხება არ აქვს, გარდა იმისა, რომ საქმის ფიგურანტები მისი მეგობრები არიან.
ბუაძის ადვოკატი თენგიზ სუპატაშვილი აცხადებს, რომ ბუაძე ნორმალურ ვითარებაში დაიკითხა, მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რადგან დაკითხულს აღნიშნულ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
შსს-ში გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდა საბა ჭანკოტაძე, რომლის სახელზე გაფორმებული მანქანაც ფიგურირებს ერთ ეპიზოდში. როგორც გაირკვა, ის გამოკითხვაზე არ იყო დაბარებული და გამოძიებამ მასთან გასაუბრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შსს-ში ბუაძესთან ერთად მისული ნახეს.
ჭანიკოტაძის ადვოკატი მუხრან ღურწკაიაც ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვს და ერთადერთი კავშირი ისაა, რომ დაკავებული გაგნიძე, მახარაძე და ჟვანია არიან მისი მეგობრები.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება. ცნობითვის, 27 ივლისს
11 ბრალდებული შაქარაშვილის საქმეზე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს გაიმართება.