ცოტა ხნის წინ დასრულდა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან - სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, სამოქალაქო სექტორი და რიგითი მოქალაქეები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქის მთავარ გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეიკრიბნენ.

კიდევ ერთხელ, რუსთაველის გამზირიდან საზოგადოებამ მოუწოდა ხელისუფლებას, შეასრულოს ევროკავშირის 12 პრიორიტეტი და გააკეთოს ყველაფერი, რომ ქვეყანამ ხელიდან არ გაუშვას ეს ისტორიული შანსი. მოთხოვნებს შორისაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. პოლარიზაციისა და პოლიტიკური რევანშიზმის დასრულება არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის მხრიდან, და ამის საპირისპიროდ ხელისუფლებამ 7-8 მარტის შემდეგ კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გამოკეტა ციხეში 21 წლის ლაზარეს სახით.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი