ნიურნბერგის სასამართლო პროცესის უკანასკნელი გადარჩენილი პროკურორი, ბენჯამინ ფერენცი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფერენცი იბრძოდა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დროს. 27 წლის ასაკში ის დაინიშნა "აინზაცგუპენის" (Einsatzgruppen) - ესეს-ის ქვედანაყოფის საქმეზე მთავარ პროკურორად, პროცესი, რომელშიც ბრალდებული 22 პირი იყო. ისინი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო გასამართლდნენ.
ნიურნბერგის სასამართლო პროცესი მოკავშირეებმა ჩაატარეს 1945 წელს გერმანიის დამარცხების შემდეგ, რომლის მიზანი იყო ნაცისტების პასუხისგებაში მიცემა მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის.
Einsatzgruppen-ის სასამართლო პროცესი იყო მისი პირველი სასამართლო საქმე. ფერენცმა ნაცისტების შტაბში აღმოაჩინა მტკიცებულება - სრულყოფილად ჩაწერილი და დოკუმენტირებული, რამაც მისცა მას საშუალება საქმე წარმატებით მხოლოდ 2 დღეში დაესრულებიან.
სასამართლო პროცესზე მყოფი პირები მეთაურობდნენ ჰიტლერის ესეს-ის რაზმებს, მათ დაახლოებით მილიონი ადამიანის მკვლელობა ედებოდათ ბრალად.
ფერენცი იყო პირველი პროკურორი, რომელმაც გამოიყენა ტერმინი "გენოციდი" სასამართლოში და თქვა ის შესავალ სიტყვაში: "ასე რომ, აქ, ომის დროს დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა შეიძლება იყოს ომის დანაშაული, მაგრამ იგივე მკვლელობები არის სხვა დანაშაულის ნაწილი, უფრო მძიმე, თუ გნებავთ, გენოციდი, ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ".
ფერენცისთვის "კანონი და არა ომი" უფრო მეტი იყო, ვიდრე დევიზი, ეს იყო მისი ცხოვრებისეული მისია. ათწლეულების განმავლობაში ის მხარს უჭერდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შექმნას და ითვლება ICC-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ მამად.
გასულ წელს CNN-თან ინტერვიუში ფერენცმა თქვა, რომ უკრაინის ომმა მას "გული ატკინა".
"ეს ხდება ისევ, ძალიან მსგავსი, ბავშვების დახვრეტა, სახლების აფეთქება, მტკივა იმის დანახვა, რომ ჰოლოკოსტისა და სასამართლო პროცესისგან ასე ცოტა რამ ვისწავლეთ", - თქვა მან.