მოვისმინე ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის, ჩარევების შესახებ - ღარიბაშვილი მოსამართლეებთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან შეხვედრისას შემაშფოთებელი ინფორმაცია მოისმინა, მათ შორის ინფორმაცია გარკვეული ზეწოლისა და სასამართლო სისტემაში ჩარევების მცდელობების შესახებ. 

მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში ყოველგვარი ჩარევა აბსოლუტურად მიუღებელია.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დახურული შეხვედრა და ბუნებრივია ჩვენი საუბრის შინაარსს მე ვერ გაგიზიარებთ. მაგრამ გეტყვით, რომ მე მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის შემაშფოთებელი მე ვიტყოდი, იყო ინფორმაცია გარკვეული ზეწოლის შესახებ, ჩარევების შესახებ, რაც რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასევე მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა და ახალი იდეები, რომელიც არსებობს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა ჩვენ საუბარი," - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრა იყო დახურული, საჯაროდ ახლა ამ ფაქტებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მისივე თქმით, "მოვა დრო და ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს."

შეგახსენებთ, რომ მოსამართლეებმა ღარიბაშვილთა შეხვედრა აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირების შემდეგ მოითხოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი