"მიხეილ სააკაშვილი: ანტისამთავრობო აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა" | BBC-ის სტატია 9 აპრილის აქციაზე

გამოქვეყნდა:

"მიხეილ სააკაშვილი: ანტისამთავრობო აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდა", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა BBC და ენმ-ის მიერ 9 აპრილს გამართულ აქციას ეხმაურება. 

„კვირას, დემონსტრატებმა, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აფრიალეს. ჰქონდათ დიდი ბანერი, წარწერით: „ევროპული მომავლისთვის“. საქართველოში საზოგადოება ევროკავშირის მომხრეა... მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა" - წერს გამოცემა. 

BBC ასევე წერს, რომ თავად მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით არის დაპატიმრებული, თუმცა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

სტატიაში მარტის აქციებზეც არის საუბარი. ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა პროევროპელია, მაგრამ მმართველი პარტია მოსკოვისკენ იხრება და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს დგამს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი