
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ ჩორუმში, მეჩეთში სროლა იყო. დაშავებულია ექვსი ადამიანი. მედიის ცნობით, თურქეთის მოქალაქემ, 30 წლის პირმა მეჩეთიდან გამოსულ ადამიანებს სანადირო თოფით ესროლა.
შემთხვევის ადგილას პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.
თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებენ.