13 წელი კატინის შემზარავი ტრაგედიიდან. 2010 წელს, სწორედ 10 აპრილს, კატინში მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა უშიშროების მიერ სადისტურად დახვრეტილი ათასობით პოლონელის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მიმავალი პოლონური დელეგაცია ავიაკატასტროფაში დაიღუპა. აეროპორტთან ჩამოვარდნილ ბორტზე ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდნენ.
დღეს პოლონეთში გამართულ სამგლოვიარო ღონისძიებებში ქართული ოპოზიციის ლიდერები მონაწილეობდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია. მათ ევროპარლამენტარი, პოლონელი დეპუტატი ანა ფოტიგა მასპინძლობდა.