
საჯარო მხარდაჭერა და ერთიანობის დემონსტრირება, რაც საბოლოოდ ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ოლიგარქიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია. შეერთებული შტატების უპრეცენდენტო გადაწყვეტილების შემდეგ, "ოცნების" ხელისუფლებამ დასანქცირებული მოსამართლეების მხარდაჭერის მასშტაბური კამპანია დაიწო. სახელისუფლებო პარტიის ლიდერების შემდეგ ასპარეზზე პრემიერმინისტრი გამოდის და კორუფციაში დადანაშაულებულ მოსამართლეებს საჯარო მადლობას უხდის.
დღეს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება, როგორც არასოდეს იყვნენ ერთიანები. გზავნილებიც საზოგადოებისა და სტრატეგიული პარტნიორებისთვის ერთიანი იყო. უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიასთან განცხადება გააკეთა საბჭოს თავმჯდომარემ და კიდევ ერთხელ გაიმეორა "ქართული ოცნების" მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, წარადგინოს მოსამართლეების კორუმპირებულობის მტკიცებულებები.