
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ორშაბათს მოუწოდა მოლდოველებს შეიკრიბონ კიშინიოვში ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდასაჭერად.
"მე წამოვიწყე ინიციატივა, მოვიწვიოთ მოქალაქეთა შეხვედრა კიშინიოვში, რათა ვუთხრა მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ევროპელები და ეს არის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ.
მოვუწოდებ ყველას - ფერმერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეწარმეებს, ექიმებს, კულტურის მოღვაწეებს, კერძო სექტორის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს - გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს საერთო ოცნებას. მოდით ვაჩვენოთ, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირი სახლში იყოს ჩვენთან ერთად", - თქვა სანდუმ სატელევიზიო მიმართვაში.
მოლდოვა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა გასული წლის ივნისში, მოსკოვის მხრიდან მზარდი ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო უკრაინაში.
თებერვალში სანდუმ თქვა, რომ კრემლს აქვს გეგმები მოლდოვაში გადატრიალების მოსაწყობად. რამდენიმე კვირის შემდეგ მოლდოვის პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავეს რუსეთთან კავშირში მყოფი ჯგუფი, რომლებიც გეგმავდნენ არეულობის მოწყობას კიშინიოვში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე.