ივანიშვილი მორიგ სკანდალში | კენია ოლიგარქის ბაობაბებთან დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებს იძიებს

გამოქვეყნდა:

კენიური ბაობაბების ისტორია პოლიტიკურ სკანდალად იქცა. ქვეყნის პარლამენტმა კორუფციისა და თაღლითობის შესაძლო ფაქტების გამო გამოძიება დაიწყო. გამოკითხვაზე დაბარებული არიან იმ სამი უწყების მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიას ქვეყნიდან ათასწლოვანი ხეების გატანის უფლება მისცეს.

ბაობაბები ამ დრომდე კილიფის პორტშია და გემზე დატვირთვის ნებართვას ელოდება, თუმცა როდის მოხდება ეს - გაუგებარია. ადგილობრივი მედია წერს, რომ საქმის გამოსაძიებლად კენიელი დეპუტატები საქართველოში, კერძოდ კი შეკვეთილში ჩამოსვლასაც კი გეგმავენ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი