
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. უცხოური მედიის ცნობით, კამპანიის ფარგლებში ის მოსახლეობას ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციის ერთნიშნა რიცხვამდე დაყვანას პირდება.
ერდოღანი "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიიდან იყრის კენჭს, რომლის საარჩევნო პროგრამის მიხედვითაც, 2023-2028 წლებში წლიური ეკონომიკური ზრდა 5,5% იქნება.
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. არჩევნებში ერდოღანი მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს, ქემალ კილიჩდაროღლუს დაუპირისპირდება.
როგორც მედია სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით წერს, კილიჩდაროღლუს გამოკითხულთა 42,6% უჭერს მხარს, ხოლო ერდოღანს - 41,1%.