
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გამოიძიებს საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გაჟონვას, სანამ წყარო არ მოიძებნება.
პენტაგონის ერთ-ერთი გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი იმყოფება. დოკუმენტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი, 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, შემდეგ მოდის ლატვია , საფრანგეთი, აშშ და ნიდერლანდები.
Reuters-ს წერს, რომ გაანალიზეს 50-ზე მეტი დოკუმენტი, სახელწოდებით "საიდუმლო" და "TOP საიდუმლო", რომლებიც პირველად გამოჩნდა სოციალურ მედიასაიტებზე და რომლებზეც სავარაუდოდ ასახულია ინფორმაცია აშშ-ის ზოგიერთი მოკავშირისა და მოწინააღმდეგის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ. თუმცა გამოცემა წერს, რომ დოკუმენტების ავთენტურობას ვერ ადასტურებს.
”ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და გადავატრიალებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით ამის წყაროს და მის მასშტაბს",- ამის შესახებ ოსტინმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოსტინმა, თქვა რომ პენტაგონისთვის ცნობილია, რომ გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც დათარიღებულია 28 თებერვლით და 1 მარტით, მაგრამ არ არის დარწმუნებული, სხვა დოკუმენტებიც გავრცელდა თუ არა ინტერნეტში.
შეგახსენებთ, რომ პირველად The New York Times-მა დაწერა, რომ Twitter-სა და Telegram-ზე გავრცელდა სავარაუდო საიდუმლო სამხედრო დოკუმენტები, რომლებიც დეტალურად ასახავს აშშ-ისა და ნატოს მიერ უკრაინის არმიის მომზადებას კონტრშეტევისთვის. NYT-ის ცნობით, დოკუმენტები არ შეიცავს სამხედრო ოპერაციების კონკრეტულ გეგმებს - როგორ, როდის და სად აპირებს უკრაინა შეტევის დაწყებას. თუმცა, დოკუმენტებში საუბარია უკრაინის არმიის საჭიროებებზე 1 მარტის მდგომარეობით.