
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, ომბუდსმენის ოფისი გააგრძელებს თავის ფუნქციის შესრულებას, რაც მის უფლებებზე ზედამხედველობას გულისხმობს, მათ შორის, სამედიცინო კონსილიუმის აქტიური მონაწილეობით:
"თქვენ იცით, რომ მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ კონსილიუმი იყო შესული და შემდეგ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა. ეს დასკვნა დაერთო მათ საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში. ვერაფერს გეტყვით, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ჩვენს ფუნქციას ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ვასრულებთ, გავაგრძელებთ მის შესრულებას, რაც გულისხმობს მის უფლებებზე ზედამხედველობას, მათ შორის, კონსილიუმის აქტიური მონაწილეობით,"- განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ ევროსასამართლოს საჩივრით მიმართა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სააკაშვილის მიმართ ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვენ.
უფლებადამცველების ვარაუდით, საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება, რის შემდეგაც გადაწყდება, მიიღებს თუ არა სასამართლო საქმეს წარმოებაში.