ჩრდილოეთ ირლანდიაში ჯო ბაიდენი რიში სუნაკს ხვდება 

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ხვდება - ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს სასტუმრო "Grand Central Hotel-ის" ზედა სართულზე, ხვდება. 

ბაიდენმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ "დიდი ბრიტანეთი რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და უახლოეს მოკავშირედ". 

"გარდიანის" ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის  ჩასულია "ჩრდილოეთ ირლანდიელების მოსასმენად"

The Independent-ის თანახმად, ბაიდენი 4-დღიანი ვიზიტით იმყოფება ჩრდილოეთ ირლანდიაში. აშშ-ის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო "დიდი პარასკევის შეთანხმების" 25 წლის იუბილეს აღნიშვნაში, რომელმაც მშვიდობა მოიტანა გაერთიანებული სამეფოს ამ ნაწილში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი