მარნეულში პოლიციის ადევნების შემდეგ მანქანა ხიდზე ამობრუნდა - დაკავებულია მძღოლი და ორი მგზავრი

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარ არხს" განუცხადეს, რომ მარნეულში, სოფელ დაშტაფაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სამი პირი - მანქანის მძღოლი და ორი მგზავრი დაკავებულია. დაკავებულებს შორის არიან - 2003 წელს დაბადებული ა.ბ., ამავე წელს დაბადებული გ.ო და 2002 წელს დაბადებული ე.კ. მათ ბრალად პოლიციელებზე თავდასხმა ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა, მძღოლი, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იყო სამართალდამცავის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მოძრაობა გააგრძელა. 

მანქანა, რომელსაც პოლიცია აედევნა ხიდზე ამობრუნდა. ამის შემდეგ ადგილობრივებმა პოლიციის მანქანას ქვები ესროლეს. 

ინციდენტის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პოლიციის დამცველ ადგილობრივებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი