ესპანეთში 4 ქართველი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, ქართველები 12 აპრილს ბინის გაქურდვის მცდელობისთვის დაიჭირეს. 

სასამართლომ ოთხივე მათგანისთვის დეპორტაციისა და  8 წლით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო

სტატიის თანახმად დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარეს. მათ სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ მოასწრეს, რადგან სახლის მეპატრონემ თავად ხმაური გაიგო და პოლიცია გამოიძახა. 

4 ქართველს ესპანეთის დასატოვებლად ორკვირიანი ვადა მიეცათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობა ემუქრებათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი